Service Plus მზად არის თქვენ დასახმარებლად
ვაჟა-ფშაველას გამზ. 45
თბილისი, საქართველო
დაგვიკავშირდით
+ 995 555 446 000
ორშაბათი - შაბათი
10:00 - 19:00

სამონტაჟო მომსახურება

Service plus-ი გთავაზობთ გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების სამონტაჟო მომსახურებას.
მონტაჟი ხდება მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური რეკომენდაციის სრული დაცვით.
ჩვენი სამონტაჟო ჯგუფი გაგიწევთ კონსულტაციას მონტაჟთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე . საჭიროების შემთხვევაში ასევე დაგეხმარებიან დასამონტაჟებელი მოწყობილობის შერჩევა-შესყიდვაში.


Service plus-ი გთავაზობთ სასერვისო მომსახურების ფართო სპექტრს:

  1. მოწყობილობების პერიოდული კონტროლი:
  •   სისტემის დიაგნოსტირება. 
  •   სისტემაზე დაკვირვება. 
  •   შემოწმება ვიბრაციებზე და ხმაურზე. 
  •   მაცივარაგენტის  წნევის შემოწმება გაციების კონტურში. 
  •   ზეთის და მაცივარაგენტის გაჟონვის შემოწმება სპეციალური დეტექტორით. 
  1. ყველა სახის სარემონტო მომსახურება. 
  2. სარემონტო მასალებით და შესაბამისი მოწყობილობებით უზრუნველყოფა. 
  3. უფასო ტექნიკური კონსულტაციები. 
  4. გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების მონტაჟის-დემონტაჟის სამუშაოები.
  5. გარე და შიდა ელემენტებზე დაბინძურებული ზედაპირის გაწმენდა ჯაგრისის , წყლის ან ჰაერის ნაკადის გამოყენებით. 
  6. საჰაერო ფილტრების გაწმენდა და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში. 
  7. სადრენაჟო სისტემის შემოწმება და გაწმენდა. 
  8. მოწყობილობის ელემენტების დამაკავშირებელი მილების და საკომუნიკაციო ელ-გაყვანილობის შემოწმება და შეკეთება.

დიაგნოსტიკური მომსახურება

გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების ხარვეზების დროული და სწორი დიაგნოსტირება არასასურველი შედეგების თავიდან აცილების ეფექტური საშუალებაა. Service plus-ი გუნდი დიაგნოსტირებისას იყენებს თანამედროვე აპარატურას და ასევე მკაცრად ითვალისწინებს მწარმოებლის მიერ დადგენილ ინსტრუქციებს.

პროექტირება

გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების პროექტირება წინასამონტაჟო სამუშაოების ერთ-ერთი უმთავრესი ნაწილია. პროექტირების გარეშე დამონტაჟებული სისტემის ხარვეზიანი და არაეფექტური მუშაობის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება. ჩვენი პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული გუნდი დაგეხმარებათ, გათბობა-კონდიცირება-ვენტილაციის სისტემების პროექტირებაში, რაც მოიცავს სისტემური ჯამური სიმძლავრის გამოთვლას, პროდუქციის ღირებულების და სამონტაჟო ხარჯების კალკულაციას და საპროექტო ნახაზების შედგენას.